Sunday, 17 November 2013

ტრენინგის მეცხრე დღე

დავამთავრეთ პორტფოლიო,ჩავასწორეთ რაც ჩასასწორებელი იყო ,ავტვირთეთ დისკზე,და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე,გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომის პრეზენტაცია.
ეს ტრენინგი იყო მეტად ინფორმაციული, საინტერესო და აუცილებელი,რადგან სასწავლო პროექტის კეთება, ელექტრონულად დაგვეხმარება, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ,თანამედროვე მიდგომების დაძლევაში .
ტრენინგის ზღვა მასალას დათმობილი ჰქონდა მცირე დრო,რაც ასათვისებლად არ იყო
ადვილი.ვიმუშავეთ მთელი შემართებით, რომ ქალბატონი, ლალი გიგაურის  შრომა ,ენთუზიაზმი,ენერგია ,რაც ჩვენთვის არ დაიშურა განსაკუთრებით ,სიმშვიდე და შემწყნარებლობა ,წარმოგვეჩინა სრულყოფილად.
დიდი მადლობა ქალბატონ ლალის, ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.
გვიყვარხართ ძალიან.

Saturday, 16 November 2013

მერვე დღე

დავასრულეთ პორტფოლიოს გეგმა, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,ჩემს გვერდს ახალი გვერდი დავამატე,ვისწავლე გაჯეტების დამატება ჩემს გვერდზე-მიხარიან ცოცხალი რომ გადავრჩი,დიდი მადლობა ლალი,არ ვიცი რა ჯილდო გეკუთვნით შეუფასებელია თკვენი შრომა.

Sunday, 10 November 2013

ტრენინგების მეშვიდე დღე

დღევანდელი დღის რეფლექსი-მივიღეთ დავალებად პროექტის გეგმის შევსება,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე.ბევრი იმფორმაცია მივიღეთ

Saturday, 9 November 2013

ტრენინგის მეექვსე დღე

დღე იყო მეტად ინფორმაციული,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,რომელიც ბლოგზე ავტვირთეთ.მუშაობა იყო საინტერესო და სააზროვნო მეტად.

Saturday, 2 November 2013

პროექტის საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვები

რატომ ხდება შესწავლა ადამიანში ნიშან-თვისებების დამემკვიდრების?
რა მეთოდებით ხდება შესწავლა ადამიანში ნიშან-თვისებების დამემკვიდრების?


თემატური შეკითხვები

თქვენი აზრით რატომ იბადებიან ერთ შემთხვევაში გოგონები,ხოლო მეორეში-ვაჟები?
რა მძიმე ცვლილებები მოჰყვება ქრომოსომათა რიცხვის ცვლილებას?


შინაარსობრივი შეკითხვა

რაზეა დამოკიდებული მომავალი ორგანიზმის სქესი?
რა დაავადებები შეიძლება იქნას შესწავლილი გენეალოგიური მეთოდით?
შეიძლება თუ არა ჯანმრთელ მშობლებს დაავადებული (ყრუ-მუნჯი) შვილი ეყოლოთ?

ბუკლეტი ჩემი პროექტისათვის